“სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები, რომლებიც არიან ევრობიუროკრატები, ამდენად არიან დაცლილი ევროპული ღირებულებებისგან” – იონათამიშვილი

“სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები, რომლებიც არიან ევრობიუროკრატები, ამდენად არიან დაცლილი ევროპული ღირებულებებისგან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ევროპარლამენტი რეზოლუციებით სულ უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს.

„ჩვენ საბჭოთა კავშირი მოვინელეთ და როგორმე მოვინელებთ ასეთ რეზოლუციებსაც, რომელსაც, სინამდვილეში, არანაირი ფასი არ აქვს. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები, რომლებიც არიან ევრობიუროკრატები, ამდენად არიან დაცლილი ევროპული ღირებულებებისგან. უკვე აღარ გვიკვირს და ჩვენმა საზოგადოებამ ზუსტად იცის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტი ევროპას არ გამოხატავს“, – აღნიშნავს იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები