ატმის შეღებვის ამსახველი ვიდეოს ავტორი: დავასხით პულივიზატორი, საბოლოო ჯამში, ცუდი ხუმრობა გამოვიდა და ხალხმა ეს ვერ მიიღო ხუმრობად

,,დავასხით პულივიზატორი. საბოლოო ჯამში, ცუდი ხუმრობა გამოვიდა”,- ამის შესახებ ატმის შეღებვის ამსახველი ვიდეოს ავტორი, გიორგი უტიაშვილი აცხადებს.

ის ამბობს, რომ ვიდეო მხოლოდ სოციალური ქსელისთვის გადაიღო და შეღებილი ხილი არასოდეს გაუყიდია.

“დავასხით პულივიზატორი. საბოლოო ჯამში, ცუდი ხუმრობა გამოვიდა და ხალხმა ეს ვერ მიიღო ხუმრობად. გასაგებიც არის. ეს ხდებოდა სახლში, მე ვარ პატარა მეწარმე. მომყავს ცოტა რაოდენობა, რამდენიმე წელია ამ სფეროში ვარ,” – აცხადებს ვიდეოს ავტორი, გიორგი უტიაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს თუ როგორ ღებავს პირი ატმებს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ფაქტზე განცხადება უკვე გაავრცელა.

მათი ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის ინსპექტორებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ჩატარებული მოკვლევის ფარგლებში, ატმის ნიმუშები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგები საზოგადოებას დამატებით ეცნობება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები