ინდოეთში ხიდის ჩანგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში, გუჯარათის შტატში, ანანდისა და ვადოდარას რაიონებს დამაკავშირებელი ხიდი დილის საათებში ჩამოინგრა, რამაც მსხვერპლი გამოიწვია,- ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ხიდის ჩანგრევის შედეგად მდინარე მაჰისაგარში რამდენიმე ავტომობილი ჩავარდა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა.
პირველადი ინფორმაციით, ხიდის ჩანგრევის მომენტში მასზე ოთხი მანქანა იმყოფებოდა.
მაშველებმა სამი ადამიანი გადაარჩინეს და მკურნალობისთვის ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
მდინარეში დაკარგული ადამიანების ძებნა გრძელდება. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო ჯგუფები, პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.