პირველი ქართული მხატვრული ფილმის – „ქრისტინეს“ ჩვენება გაიმართება

12 ივლისს, 21:00 საათზე, ვაკის პარკის ამფითეატრში „ZMG არტი“ პირველი ქართული მხატვრული ფილმის, ალექსანდრე წუწუნავას – „ქრისტინეს“ – ჩვენება ორკესტრის თანხლებით გაიმართება.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, 1919 წელს, თბილისში, კინოთეატრ „აპოლოში“ გაიმართა პირველი ქართული მხატვრული ფილმის – „ქრისტინეს“ – პრემიერა. ერთი წლით ადრე, 1918 წლის 17 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიდგა პირველი ქართული ოპერა – რევაზ გოგნიაშვილის „ქრისტინე“.
საღამოზე ოპერისა და ბალეტის თეატრის მცირე ორკესტრი, ლევან გოცირიძის ხელმძღვანელობით, 1918 წლის შემდეგ პირველად შეასრულებს ოპერა  „ქრისტინეს“ ქართველი მაყურებლის წინაშე.
ჩვენების დაწყებამდე კომპოზიტორი ზაზა მარჯანიშვილი ცოცხლად გაახმოვანებს ნაწყვეტებს ძმები ლუმიერების, ჟორჟ მელიესის, მაკ სენტისა და ჩარლი ჩაპლინის ფილმებიდან. ამის შემდეგ კი დაიწყება ფილმის ჩვენება.
პროექტი ხორციელდება ზაზა მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით და ეძღვნება კინემატოგრაფის დაარსებიდან განვლილ პერიოდს პირველი ქართული მხატვრული ფილმის პრემიერამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები