დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ბირთვული იარაღის კოორდინაციას განახორციელებენ

დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა პირველად დადეს პირობა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას კოორდინაციას გაუწევენ და განაცხადეს, რომ ევროპის დასაცავად ერთობლივი პასუხი ექნებათ,- ამის შესახებ Financial times-ი წერს.

გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადება ევროპის ორ ბირთვულ ძალას შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან ნაბიჯს აღნიშნავს, რადგან ისინი რუსეთის მხრიდან მზარდ საფრთხეზე რეაგირებას ცდილობენ.

“არ არსებობს ევროპისადმი უკიდურესი საფრთხე, რომელიც ორივე ქვეყნისგან პასუხს არ გამოიწვევს. ასე რომ, ნებისმიერ მტერს, რომელიც საფრთხეს უქმნის ბრიტანეთის ან საფრანგეთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებს, ორივე სახელმწიფოს ბირთვული ძალები დაუპირისპირდება”,- განაცხადა გაერთიანებულმა სამეფომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები