“მნიშვნელოვანი ფინანსური ნაწილი შემოდიოდა და ფინანსდებოდა უცხოური აგენტურა საქართველოში” – მიშო ჯავახიშვილი
“მნიშვნელოვანი ფინანსური ნაწილი შემოდიოდა და ფინანსდებოდა უცხოური აგენტურა საქართველოში”, – ამის შესახებ საზოგადოება „ქართულის“ წევრმა, მიშო ჯავახიშვილმა განაცხადა, რითაც „ქართულის“ მიერ დღეს გავრცელებულ იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ევროპარლამენტის რეზოლუციაა შეფასებული.
„ეს ფინანსები ხმარდებოდა სახელმწიფო გადატრიალებებს, კონკრეტული სუბიექტების მხრიდან ადამიანებთან მიმართებით ბრძოლას, გარკვეული მიმართულებებით სხვადასხვა ნაწილში ქართული სახელმწიფოებრივი შიდა საქმიანობისა და მიმართულებების წინააღმდეგ ბრძოლას დღეს ამას რეალურად დამფინანსებელი ვეღარ ახერხებს ან ძალიან შეირყა. საქართველოს მთავრობის მთავარი მიზანი არის ეროვნული ინტერესების დაცვა“, – განაცხადა მიშო ჯავახიშვილმა.
ცნობისთვის, საზოგადოება „ქართულმა“ განცხადება დღეს გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ევროპარლამენტის მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია პირდაპირი რეაქციაა საქართველოს პარლამენტის მიერ საგაზაფხულო სესიაზე მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებმაც გარე ჩარევები აღკვეთა“.