მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამების ტაძარში აღდგომამდე დარჩება

   მამა გაბრიელის სხეულის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში აღდგომის დღესასწაულამდე, 20 აპრილამდე დარჩება. ამის შესახებ “კვირას“ საპატრიარქოდან აცნობეს. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ წმინდა მამის ნაწილებს სამების ტაძარში დღე-ღამეში 70 ათასამდე ადამიანი მოილოცავს. ამდენად, პატრიარქის გადაწყვეტილებით, სამების ტაძარში, წმინდა ნაწილები 23 მარტის შემდეგაც დარჩება, როგორც ეს ადრე იყო განსაზღვრული.
საპატრიარქოს ცნობით, ანალოგიური გადაწყვეტილებაა მიღებული ბეთანიელი წმინდა მამების შესახებაც. ღირსი მამა იოანე (გიორგი) მხეიძისა და ღირსი იოანე მაისურაძის წმინდა ნაწილები ბეთანიის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღდგომამდე იქნება დასვენებული.
“დიდმარხვის ბოლოს, პატრიარქი მიიღებს გადაწყვეტილებას, სად იქნება წმინდა მამა გაბრიელის და ბეთანიელი მამების საბოლოო განსასვენებელი. შესაძლოა, ისინი აკლდამებში ჩაასვენონ“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები