ისრაელის ოფიციალური პირი აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა ერთ ან ორ კვირაშია შესაძლებელი
ისრაელმა და ჰამასმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, ერთ ან ორ კვირაში მიაღწიონ,- ამის შესახებ, ისრაელის მაღალჩინოსანმა განაცხადა.
ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ თუ ორივე მხარე შეთანხმდება შემოთავაზებულ 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე, ისრაელი ამ დროს მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის შესათავაზებლად გამოიყენებს, რაც პალესტინის მებრძოლი დაჯგუფების განიარაღებას მოითხოვს.
ამასთან,ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისმა წარმომადგენლებმა კატარის დელეგაციასთან საიდუმლო შეხვედრა გამართეს, არც უარყო და არც დაადასტურა. ტრამპმა აღნიშნა, რომ მხარეები შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოს არიან.