შალვა პაპუაშვილი რიჟვაძის საქმეზე: არსებობს ჩანაწერებიც და მოტივზე თავად ბატონმა თორნიკემ უნდა ისაუბროს

“გამოძიება საზოგადოებას აწვდის საკმაო ინფორმაციას, არსებობს ჩანაწერებიც და მოტივზე თავად ბატონმა თორნიკემ უნდა ისაუბროს, “- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს იმ შენობაში, პერიმეტრზე არსებული უსაფრთხოების კამერის ჩანაწერები. არც არის აუცილებელი, რომ ეს ჩანაწერი იყოს საჯარო.

„ვხედავთ, რომ გამოძიება საზოგადოებას აწვდის საკმაო ინფორმაციას და ძირითადად, რაც ითქვა, ამით თვითონ ფაქტი, შემთხვევა მეტ-ნაკლებად ცხადია, როგორც მოხდა. მათ შორის არსებობს იმ შენობაში, პერიმეტრზე არსებული უსაფრთხოების კამერის ჩანაწერები. არც არის აუცილებელი, რომ ეს ჩანაწერი იყოს საჯარო. პროკურატურამ მოგვახსენა ამის შესახებ, ადვოკატმაც ისაუბრა, რომ მასაც ნანახი აქვს ეს კადრები. თავად ფაქტი, რა თქმა უნდა, აღწერილი არ არის როგორც ითქვა, მაგრამ აღწერილია პერიმეტრი, გადაადგილებები, მოძრაობა და ა.შ. რაც შეეხება მოტივაციას, რა თქმა უნდა ამაზე თავად ბატონმა თორნიკემ უნდა ისაუბროს.
ადამიანი სიკვდილს ებრძოდა. ახლა თურქეთშია გადაყვანილი სამკურნალოდ და მან თავად უნდა ისაუბროს მოტივზე. პრემიერ-მინისტრი იყო კლინიკაში მისული, მძიმე მდგომარეობაში იყო ადამიანი და ფიზიკურად ვერ მოინახულებდა მას, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო. იცით, რომ როგორც კი დაიწყო გაუმჯობესების დინამიკა, ოჯახის სურვილით ის გადაყვანილია თურქეთში. ოჯახის სურვილი იყო გადაყვანა და რა თქმა უნდა, ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ როგორც ისინი ხედავენ თავისი ოჯახის წევრის მკურნალობას, ისე წარიმართოს, რადგან ეს ოჯახის პასუხისმგებლობაც არის მათ შორის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები