“სალომე ზურაბიშვილს გაუვიდა ყველანაირი ვადა და დადის დროშით, იძახის, პრეზიდენტი ვარო” – პაპუაშვილი
“სალომე ზურაბიშვილს გაუვიდა ყველანაირი ვადა და დადის დროშით, იძახის, პრეზიდენტი ვარო”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა თქვა, “სალომე ზურაბიშვილი არის ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები”.
“ასეთ არასერიოზულ ხალხთან გვაქვს საქმე. მეშვიდე წელია, ამბობს, პრეზიდენტი ვარო, გაუვიდა ყველანაირი ვადა და რომელიღაც კომედიური ფილმის პერსონაჟივით მიტაცებული აქვს პრეზიდენტის სტანდარტი. ეტყობა, ცალკე შეაკერინა და დადის ამ დროშით, გაიძახის, პრეზიდენტი ვარო. სასაცილოა, სინამდვილეში, ამაზე ხომ უნდა ვიცინოთ. ეს ყველაფერი რომ ჩაივლის, გაგვახსენდება, რომ ჩვენს ცხოვრებაში იყო სასაცილო მოვლენა, ვიღაც გამაგრდა თავის ციხე-სიმაგრეში, თანამედროვე გაგებით, საოფისე სივრცეში, დაიდგა დროშა და ამბობს, პრეზიდენტი ვარ. ასეთი შემთხვევები ადრინდელიდან გვახსოვს, როცა თვითმარქვია მმართველები იყვნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.