დაპირისპირება კაზრეთში

  დღეს დილიდან კაზრეთში დაწყებული აქცია ხმაურით და დაპირისპირებით მიმდინარეობდა. აქციას არასამთავრობოები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და გაფიცული მუშები მართავენ. დემონსტრანტებმა ობიექტის ტერიტორიაზე შესვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ და დაცვის თანამშრომლებმა არ მისცეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ სურდათ ენახათ, თუ რა მდგომარეობაშია ისტორიული ძეგლი, ხომ არ  დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა. აქციის მონაწილეების, ხელოვნებათმცოდნეების, საზოგადოების წარმომადგენლების და არასამთავრობოების მოთხოვნები კვლავ უცვლელია. მათ სურთ, სახელმწიფომ მოიწვიოს საერთაშორისო ექსპერტები და გაგრძელდეს კვლევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები