თბილისში „საშემოდგომო გამოფენა“ გაიმართა (ფოტოკოლაჟი)
თბილისში, სავაჭრო ცენტრ „ჯი-თი-სი“-ში „საშემოდგომო გამოფენა“ გაიმართა. ღონისძიებაში 150-მდე ბავშვი მონაწილეობდა და, საშემოდგომო ნამუშევრების გარდა, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნახატები.
დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, დაეთვალიერებინა ზაალ სულაკაურის სტუდიის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები. ღონისძიების დასასრულს სტუდიის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს გამოფენის გახსნა მიულოცა და გამოფენაში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადასცა.
როგორც სტუდიის პედაგოგმა სოფო გოგოხიამ აღნიშნა, ბავშვების ნამუშევრები წელიწადში ოთხჯერ გამოიფინება და სხვა მრავალი საინტერესო ღონისძიებაც იმართება.
„დღეს გაიმართა საშემოდგომა გამოფენა. გამოფენაში დაახლოებით 150 -მდე ბავშვი მონაწილეობდა, რომლებმაც, შემოდგომის თემის გარდა, სხვადასხვა თემაზე წარმოადგინეს ნამუშევრები“, – განაცხადა სოფო გოგოხიამ.






