ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ქეთევან ქემოკლიძე – რუსთაველის თეატრის სცენაზე
რუსთაველის თეატრის დიდი დარბაზის სცენაზე 26 ნოემბერს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე გუსტავ მალერისა და პეტრე ჩაიკოვსკის ნაწარმოებებს შეასრულებენ, კონცერტის დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილია. შესრულდება პეტრე ჩაიკოვსკის სიმფონია #5 და გუსტავ მალერის ვოკალური ციკლი: Kindertotenliede; Ich bin der Welt abhanden gekommen ciklidan Rückert-Lieder; Adagietto სიმფონიიდან.
“პროექტის მხარდამჭერია გაეროს ბავშვთა ფონდი “იუნისეფი”, რომელიც აქციის ფარგლებში ცდილობს, ყურადღება გაამახვილოს ბავშვთა მიმართ ძალადობაზე საქართველოში და მოუწოდებს საზოგადოებას, იყოს უფრო აქტიური და მოახდინოს რეაგირება ძალადობის ფაქტებზე. პროექტის შემოქმედებითი ჯგუფის საერთო აზრით, უმეტეს შემთხვევაში სწორედ ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ცნობიერებაში ვითარდება კაცთმოძულეობა და სწორედ სითბოსა და სიყვარულს მოკლებული ბავშვები ქმნიან მომავალში დაუნდობლობისა და სისასტიკის მაგალითებს, რისი მომსწრენიც უკანასკნელ დღეებში კიდევ ერთხელ გავხდით. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ თითოეულ ბავშვს და მისთვის მზრუნველი და ძალადობისაგან თავისუფალი გარემოს შექმნას”, – აცხადებენ ორგანიზატორები.