ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის ბლოკადას ბირთვული შეთანხმების მიღწევამდე არ მოხსნის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის საზღვაო ბლოკადა გაგრძელდება მანამ, სანამ თეირანი სრულად არ შეწყვეტს ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმას.
„ბლოკადა გაცილებით ეფექტურად მუშაობს, ვიდრე დაბომბვა. ისინი [ირანი] დაკლული ღორივით იხრჩობიან. და ეს მათთვის მხოლოდ უარესი იქნება. მათ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის ქონა“, – იუწყება Axios-ი ტრამპის განცხადებას.
ამერიკელი ლიდერის თქმით, ირანს შეთანხმების მიღწევა სურს.
„მათ [ირანს] არ სურთ, რომ მე გავაგრძელო ბლოკადა. მაგრამ მე არ მინდა [მისი მოხსნა], რადგან არ მინდა, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ“, – დასძინა ტრამპმა.