მეცნიერებმა ბაქტერიებს შორის „სექსის“ საიდუმლო გახსნეს
ბრიტანელმა გენეტიკოსებმა ბაქტერიებს შორის „სექსის“ საიდუმლოება გახსნეს. მეცნიერების თქმით, მიკრობებს შორის გენების გაცვლა მათ, სხვადასხვა მიკროორგანიზმს შორის მიგრაციის პროცესში, გადარჩენაში ეხმარება.
ბაქტერიების მიერ „სექსით“ დაკავება, ანუ საკუთარი სასარგებლო გენების გადაცემა პოტენციური კონკურენტებისთვის გამოწვეულია იმით, რომ ისინი არ ცხოვრობენ ერთ წერტილში, არამედ მუდმივ მიგრაციას განიცდიან. გენეტიკოსებმა ბაქტერიების „სექსის“ საიდუმლოს გახსნა მათემატიკოსებთან და პროგრამისტებთან ძალისხმევის გაერთიანების წყალობით შეძლეს. მათ ბაქტერიების კოლონიის მოდელი შექმნეს, რომელსაც გენების ჰორიზონტალური გაცვლა შეუძლიათ ანტიბიოტიკის ან სხვა საფრთხის არსებობის შემთხვევაში. მეცნიერების თქმით, ასეთი ტიპის „სექსი“ ძალზე იშვიათია, ამით მილიონიდან მხოლოდ ერთი ბაქტერიაა დაკავებული.