დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით სერბეთში გაემგზავრა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკაში, ბელგრადში გაემგზავრა.
მინისტრი დღეს და ხვალ, სერბეთის ევროპულ ინტეგრაციის უპორტფელო მინისტრს იადრაკა იოკსიმოვიჩს, ევროკავშირთან სერბეთის მთავრობის მთავარ მომლაპარაკებელ ტანია მიშჩევიჩს, სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივან როკსანდა ნინჩიჩს და ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ალექსანდრა ჯუროვიჩს შეხვდება.
შეხვედრაზე მხარეები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობასა და სერბეთის, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის, გამოცდილების გაზიარების საკითხებზე იმსჯელებენ.