დავით უსუფაშვილი: პოლიტიკოსებმა და საჯარო მოხელეებმა უნდა განმუხტონ ქვეყანაში არსებული ვითარება

მე ვისურვებდი, რომ ყველა პოლიტიკურმა მხარემ, ყველა საჯარო მოხელემ ხელი შევუწყოთ ვითარების განმუხტვას, სამოქალაქო თანხმობას, დაძაბულობის მოხსნას და არა პირიქით, რაიმეს ესკალაციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც უსუფაშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განმარტა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე ქვეყანაში ასებულ ვითარებაზე ისაუბრა.
“გუშინელ შეხვედრაში რაიმე განსაკუთრებული და საგანებო არ ყოფილა. ჩვენ ხშირად ვხვდებით და კვლავაც შევხვდებით. მე პრეზიდენტსაც განვუცხადე და თქვენც, ჟურნალისტებსაც გეუბნებით, რომ მე საქართველოში ვერ ვხედავ საგანგებო მდგომარეობას, ვერ ვხედავ კონსტიტუციური დარღვევის რაიმე საფრთხეებს. მე ვისურვებდი, რომ ყველა პოლიტიკურმა მხარემ, ყველა საჯარო მოხელემ ხელი შევუწყოთ ვითარების განმუხტვას, სამოქალაქო თანხმობას, დაძაბულობის მოხსნას და არა პირიქით, რაიმეს ესკალაციას. იმ შემთხვევაშიც, როცა არ ვეთანხმებით ერთმანეთს, ეს რაღაცა გადავიყვანოთ არგუმენტების კონკურენციის რეჟიმში და არა პიროვნული მტრობის რეჟიმში. ეს არის ჩვენი საერთო ამოცანა და პრეზიდენტთანაც ამაზე მქონდა საუბარი”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები