კახა კალაძე „გაზპრომის“ ხელმძღვანელს უკვე მეორედ შეხვდა
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „გაზპრომის“ ხელმძღვანელს ალექსეი მილერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მორიგი სამუშაო შეხვედრა, დღეს მილანში გაიმართა.
ოფიციალური ინფომაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელებისა და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხები. აგრეთვე, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდების შესაძლებლობა და პირობები.