ირაკლი ღარიბაშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია წარმატებით მიმდინარეობს,– ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
მხარეებმა ნატო–საქართველოს ურთიერთობების სტრატეგიული საკითხები განიხილეს და აღნიშნეს, რომ თანამშრომლობა სწორი მიმართულებით ვითარდება.
ასევე საუბარი ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესს შეეხო.
ხაზი გაესვა საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილს. ჯეიმს აპატურაიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის მეთაურს ,,გადამწყვეტი მხარდაჭერის’’ მისიაში საქართველოს უმნიშვნელოვანესი მონაწილეობისთვის. აღინიშნა, რომ გასულ თვეს საქართველო გახდა მესამე ქვეყანა ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის, რომელიც შეუერთდა ალიანსის სწრაფი რეაგირების „შუბის წვერის“ ძალებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები