ეგვიპტის პირამიდების საიდუმლო მალე გაიხსნება

ეგვიპტეში, “მეფეთა ველზე” მუშაობა დაიწყო ეგვიპტოლოგიის მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე მაღალტექნოლოგიურმა ექსპედიციამ. მეცნიერები გეგმავენ პირამიდების საიდუმლოს ამოხსნას და გიგანტური სამარხების ყველა საიდუმლო ოთახის მოძიებას.

ამ კვლევებში მონაწილეობენ ეგვიპტელი, ფრანგი, კანადელი და იაპონელი მეცნიერები. კვლევას ეწოდება Scan Pyramids და სკანირების უნიკალური საშუალებების გამოყენებას ითვალისწინებს. კეძოდ, მეცნიერები გეგმავენ თანამედროვე ინფრაწითელი სენსორების და დეტექტორების გამოყენებას, რათა დედოფალ ნეფერტიტის აკლდამა იპოვონ. არქიტექტორები ასევე შეეცდებიან დაადგინონ, თუ რა მეთოდით არის აშენებული კაცობრიობის ისტორიის ეს უდიდესი ძეგლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები