ემზარ კვიციანი: სააკაშვილი დღისით რუსებს აგინებს, ღამით კი მათთან წევს!

ყველა პატრიოტს რუსეთუმეს რომ ეძახიან, ეს „ნაციონალების“ მიერ აგორებული მიზანმიმართული კამპანიაა, – ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის წევრი ემზარ კვიციანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
როგორც კვიციანი აღნიშნავს, მას „ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული წევრი გაშიფრული ჰყავს და ისინი რუსეთის პირველი აგენტები თავად არიან!
„რუსეთს ძალიან ბევრი ისეთი გენერალი ჰყავს, რომელიც მისივე წინააღმდეგ მუშაობს. ერთ-ერთი მათგანია იგორ გიორგაძე, რომლის შექმნილია „ნაციონალური მოძრაობა“ და ბევრი სხვა ორგანიზაცია, დღეს რომ პროდასავლურობას იჩემებენ. ესენი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რუსეთის დაშლაზეც მუშაობენ. სააკაშვილი დღისით რუსებს აგინებს, ღამით კი მათთან წევს! თუკი რაიმე სტრატეგიული ობიექტი გვქონდა, ყველაფერი რუსეთს გადაუფორმა.
მეტსაც გეტყვით, იგორ გიორგაძე „ნაციონალების“ მეშვეობით ხელისუფლებას რუსეთთან მოლაპარაკების გზას უკეტავს. აწყობს, რომ მხოლოდ მასთან საუბრობდეს რუსეთის ხელისუფლება საქართველოსთან დაკავშირებით. დააკვირდით, როდესაც ხელისუფლება გამოთქვამს რუსეთთან მოლაპარაკების სურვილს, „ნაციონალები“ მაშინვე აქტიურდებიან და გაჰყვირიან – რუსეთემუმეები! არავითარი მოლაპარაკება რუსეთთან, ვიდრე ქვეყნის დეოკუპაცია არ მოხდებაო. ირაკლი ღარიბაშვილი რომ შეხვდეს პუტინს, ცხადია, მერე სულ სხვა მასშტაბებს შეიძენს მოლაპარაკება და არავის მოუნდება იგორ გიორგაძესთან საუბარი“, – აცხადებს ემზარ კვიციანი გაზეთ „ასავალ დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები