ირანმა ორ ამერიკულ ბაზაზე იერიში განახორციელა
ირანის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანეს ბაჰრეინში შეიხ ისა და ქუვეითში ალი ალ-სალემის ამერიკულ ბაზებზე, – ამის შესახებ ნათქვამია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) განცხადებაში.
მათივე ცნობით, იერიშის შედეგად განადგურდა რამდენიმე MQ9 უპილოტო საფრენი აპარატი, ასევე იარაღისა და სათადარიგო ნაწილების შემცველი საწყობები.
„ოპერაციის დროს, ბაჰრეინში, შეიხ ისას საჰაერო ბაზაზე, რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განადგურდა მტრის გემებისა და თვითმფრინავების რამდენიმე იარაღისა და სათადარიგო ნაწილების საწყობი. ასევე, თავს დაესხნენ ქუვეითში, ალი ალ-სალემის საჰაერო ბაზაზე მდებარე მტრის MQ9 დრონების განთავსების ადგილს, რის შედეგადაც განადგურდა და დაზიანდა რამდენიმე დრონი“, – ნათქვამია ირანის სახელმწიფო მაუწყებლის, IRIB-ის ციტირებაში.
აღნიშნულია, რომ ეს ოპერაცია განხორციელდა აშშ-ის მიერ ისლამური რესპუბლიკის სამხრეთით მდებარე ირანის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ობიექტზე განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ.
„სანამ აშშ-ის მიერ ახლო აღმოსავლეთში ჩადენილი სისასტიკე არ დასრულდება, რეგიონიდან ნავთობის არც ერთი წვეთი ექსპორტი არ განხორციელდება“, – დასძინა IRGC-მ.