ლატვიის პარლამენტის კომიტეტმა სახელმწიფო მედიაში რუსულენოვანი კონტენტის შეზღუდვას მხარი დაუჭირა

ლატვიის პარლამენტის (სეიმის) ადამიანის უფლებათა და საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საზოგადოებრივ მედიაში რუსულენოვანი კონტენტის წარმოების შეწყვეტას ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები შეეხება მხოლოდ ლატვიის საზოგადოებრივ მაუწყებლებს და მიზნად ისახავს, რომ მათი კონტენტი ძირითადად ლატვიურ ენასა და ევროპის კულტურულ სივრცესთან დაკავშირებულ სხვა ენებზე გავრცელდეს. კერძო მედიას აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება.

„კონტენტი კვლავ არსებობს და ჩვენ არ გვაქვს არანაირი მიზეზი, რომ რუსულენოვანი კონტენტი არსებობდეს დამოუკიდებელ ევროპულ ეროვნულ სახელმწიფოში. განსაკუთრებით ამჟამინდელ სამხედრო ვითარებაში. ის მთლიანად უნდა გაქრეს, სულ ეს არის“, – აცხადებს ლატვიის კულტურის მინისტრი, ნაურის პუნტულისი.

კანონპროექტი საბოლოოდ ძალაში შესასვლელად სეიმმა კიდევ რამდენიმე მოსმენით უნდა განიხილოს და დაამტკიცოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები