აშშ-მა ირანის საზღვაო ბლოკადა განაახლა
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ირანის საზღვაო ბლოკადა განაახლა.
„აშშ-ის ძალებმა დღეს, აღმოსავლეთის დროით საღამოს 4:00 საათზე ირანის პორტებსა და სანაპირო ზონებში მიმავალი და იქიდან მომავალი გემების საზღვაო ბლოკადა განაახლეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის საზღვაო ძალების 20-ზე მეტი სამხედრო ხომალდი და ასობით სამხედრო თვითმფრინავი მოძრაობს.