მიხეილ ყაველაშვილი დოჰაში იმყოფება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დოჰაში იმყოფება, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყაველაშვილი შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის კატარის სახელმწიფოს ყოფილი ემირის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოუცხადებს.