ავთანდილ ჭიქავამ ბოსტონის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილი დაიკავა

ამერიკის ქალაქ ბოსტონში ჩატარდა ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი, სადაც ავთანდილ ჭიქავამ გაიმარჯვა. ამის შესახებ თავად მომღერალმა დაწერა ფეისბუქის გვერდზე:
„ძვირფასო მეგობრებო, მინდა გაგიზიაროთ ჩემი წარმატების შესახებ:
ამერიკის ქალაქ ბოსტონში ჩატარდა ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი, სადაც მონაწილეობა მივიღე და დავიკავე I ადგილი, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნონა ჯავახიძეს, გვერდში დგომისთვის .
ასევე მადლობას ვუხდი ჩემს პედაგოგებს რამაზ კუბლაშვილ გულიკო კარიაულს – თქვენი მრავალწლიანი შრომისთვის
ჩემს პატივცემულ კონცერტმაისტერებს ეკა გოგოლიძეს და მეგი ჭანტურიას,  რომლებმაც თავიანთი პროფესიონალიზმით ბევრი რამ მასწავლეს.  მადლობა თქვენ“, – წერს ავთანდილ ჭიქავა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები