სოფელ დვანში გზის მოწესრიგება მიმდინარეობს

სოფელ დვანში გზის მოწესრიგება მიმდინარეობს. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.

“ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სოფელ დვანში შიდა სასოფლო გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 200 მეტრამდე გზის საფარის დაგება.

ამ ეტაპზე დასრულებულია საფუძვლის მოწყობა და მიმდინარეობს საფარის დაგება არმირებული რკინა-ბეტონის საფარით.

პროექტი ხორციელდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა” და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ჯეო ქონსთრაქშენი”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები