ესპანეთმა საფრანგეთი ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა.
მატჩის ბედი ესპანელთა სასარგებლოდ მიკელ ოიარსაბალისა და პედრო პოროს გოლებმა გადაწყვიტა. ანგარიში შეხვედრის 22-ე წუთზე გაიხსნა. ლამინ იამალზე განხორციელებული ფოლის გამო დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად მიკელ ოიარსაბალმა შეასრულა. მატჩის საბოლოო წერტილი კი 58-ე წუთზე პედრო პორომ დასვა.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 2010 წლის შემდეგ პირველად გავიდა. მისი მეტოქე ინგლისსა და არგენტინას შორის გამარჯვებული იქნება.