პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ქრონიკის“ მიერ ეუთო-ს სათავო ოფისისთვის გაგზავნილ კითხვებს გამოეხმაურა.
„ამ კითხვებზე პასუხს არ უნდა ელოდოთ, რადგან ფიზიკურად არ არსებობს პასუხი. ამ შემთხვევაში პირდაპირ უნდა აღიარონ, რომ ამ ინსტიტუტების პოლიტიზება ხდება და იყენებენ დამატებითი წნეხის მექანიზმად. ამას არ იზამენ და თავს აარიდებენ კითხვაზე პასუხს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, „ქრონიკამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და ეუთოს სათავო ოფისს კითხვით მიმართა. აპირებს თუ არა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციის იმ სადავო ჩანაწერებს გადახედოს, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე გაამახვილა ყურადღება.