საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „ქრონიკის“ მიერ ეუთო-ს სათავო ოფისისთვის გაგზავნილ კითხვებს გამოეხმაურა.
„ეუთო-ს ძირითადი ოფისი ემიჯნება [ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის] გადაწყვეტილებას, რეზოლუციას, ეს იგივეა, რომ საქართველოს მთავრობა გაემიჯნოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს. იმდენად დიდ აბსურდში არიან გადასულები, იმდენად ღრმად არიან ჩაფლული „დიფ სთეითის“ ნაკარნახევი გეგმით მოქმედებას, რომ საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგებიან უკვე“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, „ქრონიკამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და ეუთოს სათავო ოფისს კითხვით მიმართა. აპირებს თუ არა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციის იმ სადავო ჩანაწერებს გადახედოს, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე გაამახვილა ყურადღება.