მედია: ირანის ორ ქალაქში აფეთქებები მოხდა
ირანის ქალაქებში, ბამპურსა და ჩაბაჰარში აფეთქებების ხმა ისმოდა. ამის შესახებ „როიტერსი“ ირანის საინფორმაციო სააგენტო „ფარსზე“ დაყრდნობით იუწყება.
„ბამპურსა და ჩაბაჰარში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა, მათი წარმოშობა უცნობია“, – წერს „როიტერსი“.
მანამდე ირანულმა მედიამ აჰვაზში აფეთქებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
აშშ-ის სამხედრო ძალებმა 8 ივლისიდან მოყოლებული ირანზე რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ეს იყო შურისძიება ირანის ქმედებებისთვის ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტით მყოფი კომერციული გემების წინააღმდეგ. ირანის სამხედრო ძალებმა საპასუხოდ დარტყმები განახორციელეს ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში აშშ-ის ბაზებზე.
12 ივლისს ირანმა გამოაცხადა ჰორმუზის სრუტის დახურვის შესახებ მანამ, სანამ რეგიონში აშშ-ის ინტერვენცია არ დასრულდება.