დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები სამოქალაქო განათლების გამოცდით გრძელდება

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები სამოქალაქო განათლების გამოცდით გრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები კი გამოცდას რუსულ ენაში (I- XII – წერითი ნაწილი) აბარებენ.

“სამოქალაქო განათლების გამოცდაზე გამოცხადდა 90%-ზე მეტი აბიტურიენტი.

რუსული ენის გამოცდაზე გამოცხადდა 82%-ზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი.

ამ დროის მონაცემებით, გამოცდაზე დაიგვიანა ერთმა გამოსაცდელმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები