კამჩატკის სანაპიროსთან ერთ საათში სამი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

კამჩატკის სანაპიროსთან ერთ საათში სამი ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა.

ამის შესახებ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ერთიანი გეოფიზიკური სამსახურის ფედერალური კვლევითი ცენტრის ინფორმაციაშია ნათქვამი.

6.0 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 14:48 საათზე, პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან 210 კილომეტრში მოხდა. ეპიცენტრი 64.6 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ექვსი წუთის შემდეგ, ოდნავ ნაკლებად ძლიერი ბიძგები დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრეც სეისმოლოგების შეფასებით 5.7 მაგნიტუდა იყო. ეპიცენტრი რეგიონალური ცენტრიდან 206 კილომეტრში მდებარეობდა.

ადგილობრივი დროით 15:42 საათზე, პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან 207 კილომეტრში დაფიქსირდა მესამე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრემ 5.0 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა 70.1 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.

კამჩატკის სანაპიროზე ცუნამის გაფრთხილება არ გაცემულა. სტიქიური უბედურებების შედეგად დაღუპულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები