რეზო ამაშუკელი: ჩემთვის მთავარია, ეს თვალმოჭუტული პითონი – გიგა ბოკერია ვნახო გისოსებს მიღმა გამომწყვდეული!

რეზო ამაშუკელი გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილის მიმოწერაზე, რომელიც უკრაინულმა “ვიკილიქსმა“ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, გაზეთ “ასავალ-დასავალთან” საუბრობს. ის დარწმუნებულია, რომ ეს სააკაშვილის სიტყვები და მისი ინტონაციებია.
“რაც გინდა ვთქვა, მოწინააღმდეგე მხარე იტყვის, რომ მიკერძოებული ვარ, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს სწორედ სააკაშვილის სიტყვებია, მისი ინტონაციებია, მისი ტრანსკრიფციები! ეს ჩანაწერიც ნამდვილია და ისიც ნამდვილია, როცა გივი თარგამაძე ვიღაცებს ელაპარაკებოდა და ფულს ჰპირდებოდა. ყოველ შემთხვევაში, აგერ უკვე ოთხი წელია გავყვირი – დაიჭირეთ გიგა ბოკერია და დაიჭირეთ გივი თარგამაძე! ესენი არიან სექტის მამამთავრები, ერთი საგარეო საქმეებს კურირებს, ხოლო მეორე – საშინაოს! თუ საქმე გადატრიალების მუხლით აღიძრა, იმედია, ხელისუფლება ამ ყველაფერს ბოლომდე მიიყვანს და შედეგს დადებს. ჩემთვის მთავარია, ეს თვალმოჭუტული პითონი – გიგა ბოკერია ვნახო გისოსებს მიღმა გამომწყვდეული! შინაც და გარეთაც სწორედ ბოკერია არის ყოველგვარი უბედურების სულის ჩამდგმელი და სითახსირის განსახიერება”, – ამბობს რეზო ამაშუკელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები