სოფელ ჩარგალში „ვაჟაობა“ აღინიშნა

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგალში „ვაჟაობა” აღინიშნა.
მცხეთა-მთიანეთის მხარის ინფორმაციით, ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, მხარის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილი, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი, მეუფე მიქაელი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
მწერლის 165-ე წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულზე თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასის მიერ სპექტაკლის – „ალუდა ქეთელაურის“ ჩვენება გაიმართა.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა მაღაროსკარის ფოლკლორული ანსამბლი „ლაშარელა“.
შემოქმედებითი საღამო ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელის, ლელა რაზიკაშვილის ორგანიზებითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით გაიმართა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები