ნეთანიაჰუ ირანს ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში ძლიერი დარტყმით ემუქრება
ისრაელი მზადაა ირანის გარშემო ახალი ესკალაციის ფონზე ნებისმიერი განვითარებისთვის, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ისლამურ რესპუბლიკას ძლიერი დარტყმით დაემუქრა, თუ ის პირველი მის ქვეყანას თავს დაესხმება.
„დასრულდა ის დღეები, როდესაც ვიღაც გვავნებდა და ჩვენც არ ვპასუხობდით. ასე მოვიქეცით ირანში „ბოროტების ღერძის“ მიმართ და იგივეს გავაკეთებთ ყველას მიმართ, ვინც გვავნებს. ზუსტად ამას ვაკეთებთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.