“შემდგომი ნაბიჯები იქნება იმაზე, თუ როგორ შეიძლება, დავგეგმოთ ახალი გზები და ა.შ. რომ სრულად აღმოიფხვრას ის ზიანი, რაც მიადგა როგორც თელავს, ასევე, ზოგადად თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს” – მახაშვილი
“შემდგომი ნაბიჯები იქნება უკვე იმაზე, თუ როგორ შეიძლება, დავგეგმოთ ახალი გზები, ახალი სკვერები და ა.შ. რომ სრულად აღმოიფხვრას ის ზიანი, რაც მიადგა როგორც თელავს, ასევე, ზოგადად თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს.
მახაშვილი თელავში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალზე საუბრობს.
“ადგილზე ვათვალიერებთ სტიქიის შედეგებს. ამჯერად კისისხევში ვიმყოფებით, სხვა ხევებსაც ვათვალიერებთ. ვნახულობთ როგორც ხევებში, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიებზე რა ზიანი მიყენებული. როგორც ადგილზე ვხედავთ, მნიშვნელოვანი ზიანია. სახელმწიფო რწმუნებულის ხელმძღვანელობით, მათი კოორდინაციით, შტაბის კოორდინაციით მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ჩართულია როგორც თელავის მერია, ასევე ყველა ადამიანი, ვისაც შეუძლია. ფიზიკურად ადგილზე შრომობენ, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე იქნას აღმოფხვრილი სტიქიის შედეგები. შემდგომი ნაბიჯები იქნება უკვე იმაზე, თუ როგორ შეიძლება დავგეგმოთ ახალი გზები, ახალი სკვერები და ა.შ. რომ სრულად აღმოიფხვრას ის ზიანი, რაც მიადგა როგორც თელავს, ასევე ზოგადად თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს,” – აღნიშნავს მახაშვილი.