Axios-ის ცნობით, ტრამპმა ნეთანიაჰუს მოუწოდა, სირიიდან და ლიბანიდან ჯარები გაიყვანოს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ბოლო სატელეფონო საუბრისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, რომ სირიიდან და ლიბანიდან ჯარების გაყვანა დაიწყოს, რათა რეგიონში შემდგომი ესკალაცია თავიდან იქნას აცილებული, – ამის შესახებ Axios-ი აშშ-ის და ისრაელის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.

„პრეზიდენტმა ტრამპმა ხუთშაბათს [9 ივლისს] სატელეფონო საუბრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ისრაელმა სირიიდან თავისი ძალების გადანაწილება უნდა დაიწყოს და მოუწოდა მას იგივე გააკეთოს ლიბანში“, – წერს პორტალი.

ორ ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც ტრამპი თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში სირიის დროებით პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას შეხვდა.

პორტალის ცნობით, ტრამპმა ნეთანიაჰუს მიუთითა, რომ ისრაელის სამხედროების სირიის ტერიტორიაზე ყოფნა ზედმეტ დაძაბულობას იწვევს და შესაძლოა, სახიფათო ესკალაცია გამოიწვიოს.

„მათ [სირიას]არ სურთ იქ თქვენი ყოფნა. უნდა გადახვიდეთ“, – იტყობინება ერთ-ერთი წყარო.

ამავდროულად, წყარომ გამოცემასთან საუბარში დასძინა, რომ ტრამპის ეს მოთხოვნა თანაბრად ეხება ლიბანსაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები