ორბანი: თუ უნგრეთის პრეზიდენტს ძალით გადააყენებენ, ქვეყანა წინააღმდეგობის გაწევის უფლებას გამოიყენებს

უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ თუ ქვეყნის პრეზიდენტს თანამდებობიდან ძალის გამოყენებით გადააყენებენ, უნგრეთს წინააღმდეგობის გაწევის უფლება ექნება და ის ამას გამოიყენებს.

ორბანის თქმით, უკანონო გზით დანიშნული ახალი პრეზიდენტი ლეგიტიმური ვერ იქნება და მისი გადაწყვეტილებები სამართლებრივ ძალას ვერ შეიძენს.

“ახალი პრეზიდენტი, რომელიც უკანონოდ იქნება დანიშნული, ვერ იქნება ლეგიტიმური. თუ პრეზიდენტს თანამდებობიდან ძალის გამოყენებით გადააყენებენ, უნგრეთს ექნება წინააღმდეგობის გაწევის უფლება და ჩვენ ასეც მოვიქცევით“, — განაცხადა ორბანმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე გაკეთდა.

შეგახსენებთ, უნგრეთის პარლამენტის მიერ ორშაბათს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება აწესებს პრეზიდენტის გადაყენების სამართლებრივ მექანიზმს. მმართველი პარტია „ტისა“ აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს წინა ადმინისტრაციის დროს ჩამოყალიბებული ინსტიტუციური სტრუქტურების დემონტაჟს. შესწორებამ „ფიდესისა“ და მისი მოკავშირეების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები