ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ქართველი ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახური ქართველი ჟურნალისტების მიერ ხურვალეთში გამართულ აქციას განცხადებით გამოეხმაურა.
როგორც ოსური სააგენტო “რესი” ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ქართველი ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფმა დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, და აღმოაჩინა, რომ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამუშაოების მიმდინარეობისას დამონტაჟებული საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები მოხსნილი, შეურაცხყოფილი და გადადებული იყო არხში.
“სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებისა და სამხედრო პროკურატურის ერთობლივმა ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფმა 2015 წლის 15 ივლისს დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, სადაც 14 ივლისს ინციდენტი მოხდა და აღმოაჩინა, რომ რამდენიმე დღით ადრე, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამუშაოების მიმდინარეობისას დამონტაჟებული საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები მოხსნილი, შეურაცხყოფილი და გადაგდებული იყო არხში. მის ადგილზე კი განთავსებული იყო სხვა ქვეყნის სახელმწიფო დროშა. ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფის მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის შეურაცხყოფა და დემონტაჟი ქართველმა მომიტინგეებმა 14 ივლისს განახორციელეს. აქცია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ორგანიზებით ჩატარდა. მომიტინგეები უკაინისა და საქართველოს დროშებს აფრიალებდნენ, მათ ხელში ეჭირათ პროვოკაციული და ცენზურის შემცველი ბანერები და ე.წ “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ” სკანიდრებდნენ. ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და რუსეთის მოსახლეობას და მთავრობებს. აქციის დროს მონაწილეების ჯგუფმა, რომელთა რიცხვიც 300-ს შეადგენდა, დემონსტრაციულად დაარღვიეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვარი, მიუახლოვდნენ საინფორმაციო ნიშნულს, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საზღვრიდან 50 მეტრში იყო განთავსებული, შეურაცხმყოფელი ფრაზების შემცველი ნაწერები განათავსეს და შემდეგ მისი დემონტაჟი მოახდინეს. მის ნაცვლად კი იმ ადგილას საქართველოს დროშა აღმართეს. ოპერატიულმა-საგამოძიებო ჯგუფმა ბანერი საირიგაციო არხიდან ამიღო და თავის ადგილას დააბრუნა. ასევე მოხსნეს საქართველოს დროშა, რომელიც საერთაშორისო ცერემონიალის ტრადიციის მიხედვით ქართულ მხარეს 20 ივლისს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრაზე გადაეცემა”, – ნათქვამია ე.წ სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები