კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მხატვარ დავით პოპიაშვილის გარდაცვალების გამო
კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მხატვარ დავით პოპიაშვილის გარდაცვალების გამო.
„მის ყოველ ახალ ნამუშევარს ინტერესით ელოდებოდნენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. დავით პოპიაშვილი დიდი შესაძლებლობების მქონე ხელოვანი იყო.
სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი დავითის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, – წერია ინფორმაციაში.