თორნიკე ჭეიშვილი: პირდაპირი რეკეტი და ანგარიშსწორება იყო ბიძინა ივანიშვილზე იმის გამო, რომ მან “დიფ სთეითის” ნების საწინააღმდეგოდ დაიცვა ქვეყანაში მშვიდობა

“საზოგადოებამ იხილა მრავალწლიანი კამპანია დევნის და შანტაჟის, რომელიც წარმოებდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის მიმართ, “- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.

„პირდაპირი რეკეტი და ანგარიშსწორება იყო ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, იმის გამო რომ მან “დიფ სთეითის” ნების საწინააღმდეგოდ, დაიცვა ამ ქვეყანაში მშვიდობა, უზრუნველყო ეკონომიკური წინსვლა და განვითარება და არ დაიწყო იმ მითითებების შესრულება, რომელიც საბოლოო ჯამში, ჩვენს ქვეყანას გახვევდა ომის ქარცეცხლში“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღეში ბრიტანული სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს იმ დავის შესახებ, რომელიც წლებია გრძელდება და მოსარჩელეს ყველა წინა პროცესი მოგებული აქვს, – ინფორმაციას ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ადვოკატი ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები