რატი იონათამიშვილი – არასრულწლოვანთა შესახებ გერმანული კანონის ანალოგზე: სახელმწიფო ვალდებულია, რომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რომელიც იქნება დაფუძნებული რეაბილიტაციაზე
“სახელმწიფო ვალდებულია, რომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რომელიც იქნება დაფუძნებული რეაბილიტაციაზე, საგანმანათლებლო პროგრამებზე, რესოციალიზაციაზე, იმ შემთხვევაში, როდესაც არასრულწლოვნები არიან კონფლიქტში კანონთან, “- ამის შესახებ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა არასრულწლოვანთა შესახებ სპეციალურ კანონზე საუბრისას განაცხადა.
„სწორედ ამ პარადიგმას ეფუძნება ის ინიციატივა, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ საზოგადოებას და რის განხილვასაც დღეს დავიწყებთ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, ბავშვების მიერ დანაშაულის ჩადენის გაზრდილ მაჩვენებლებს პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებით პასუხობს.