თორნიკე ფაღავა: იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქემ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი, აუცილებელია ერთი დღით მაინც დაბრუნდეს სამშობლოში და ადგილზე გაეცნოს, რეალურად რა ხდება ქვეყანაში

,,იმისთვის რომ ჩვენმა მოქალაქემ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი, აუცილებელია ერთი დღით მაინც დაბრუნდეს თავის სამშობლოში და ადგილზე გაეცნოს, რეალურად რა ხდება ქვეყანაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

„საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ვიხელმძღვანელებთ ორი ძირითადი პრინციპით: ეს არის თანასწორობის პრინციპი და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება. იმისათვის რომ ჩვენმა მოქალაქემ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი, აუცილებელია ერთი დღით მაინც დაბრუნდეს თავის სამშობლოში და ადგილზე გაეცნოს, რეალურად რა ხდება ქვეყანაში. რაც შეეხება თანასწორობის პრინციპს, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ძალიან დიდი დიასპორაა წარმოდგენილი რუსეთში და ისინი ადგილზე ვერ სარგებლობენ ამ უფლებით, შესაბამისად აქაც არ უნდა დავივიწყოთ თანასწორობის უფლება“, – განაცხადა ფაღავამ.

ცნობისთვის, საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს დღეს პარლამენტში, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები