შალვა პაპუაშვილი – სააკაშვილის რეჟიმზე: არჩევნების ორგანიზებით, ოლქის საზღვრების აღდგენით, ფაქტობრივად ირიბად სეპარატიზმი აღიარეს და პირდაპირ ომში შეგვიყვანეს
არჩევნების ორგანიზებით, ოლქის საზღვრების აღდგენით, ფაქტობრივად ირიბად სეპარატიზმი აღიარეს, ირიბად საზღვრები აღიარეს და პირდაპირ ომში შეგვიყვანეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
„მარტივ რამესთან გვაქვს საქმე, 2006 წელს ე.წ. „კოკოითი ფანდასრასტი“ რომ უხაროდათ და რომ ეგონათ ტაშ-ფანდურით ცხინვალში შევიდოდნენ და ომში რომ გახვია სააკაშვილის რეჟიმმა [ქვეყანა]. 2006 წელს სააკაშვილის ხელისუფლების ორგანიზებით, ჩართულობით, ხელშეწყობით ცხინვალის რეგიონში ჩატარდა ალტერნატიული, სეპარატისტული არჩევნები და არჩეულ იქნა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, 2007 წელს შეიქმნა ადმინისტრაცია. ეს იყო მათი ბრძნული ჩანაფიქრი, რამაც საბოლოო ჯამში 2008 წელს მიგვიყვანა ომამდე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.