ზვიად შალამბერიძე – საგზაო რეგულაციების გამკაცრებაზე: ჩვენი პირველი მოვალეობაა საზოგადოების უსაფრთხოდ გადაადგილება

„ჩვენი პირველი მოვალეობაა საზოგადოების უსაფრთხოდ გადაადგილება,“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად შალამბერიძემ საგზაო რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ვხედავთ, რომ ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ამაზე მეტყველებს ის მაჩვენებლები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ვნახეთ, რომელიც არც თუ ისე სასიამოვნოა. პირიქით, ვიტყვი რომ ნამდვილად საგანგაშოა. ჩვენი პირველი მოვალეობაა ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება და საზოგადოების უსაფრთხოდ გადაადგილება, რასაც ემსახურება სწორედ ის გამკაცრება, რომლის განხილვასაც ვიწყებთ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საგზაო წესების გამკაცრება ხელს შეუწყობს იმას, რომ ასეთი საგანგაშო სტატისტიკა აღარ გვქონდეს ქვეყანაში, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოდ გადაადგილებაზე“, – აცხადებს შალამბერიძე.

შეგახსენებთ, პარლამენტში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის განხილვა დღეს იწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები