პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდის საკითხზე შემუშავებულ ახალ საკანონმდებლო პაკეტს აფასებს.
“ძალიან მაღალია ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა, რაც შესაბამის რეაგირებას საჭიროებს. ეს ყველაფერი ორიენტირებულია საგზაო მოძრაობის წესების დაცვაზე, უსაფრთხოებაზე, ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაზე,”- აცხადებს ჭეიშვილი.