გიორგი სოსიაშვილი – საგზაო რეგულაციების გამკაცრებაზე: ავტოსაგზაო შემთხვევების არსებული სტატისტიკის გათვალისწინებით საჭირო გახდა რეგულაციების გამკაცრება

„ავტოსაგზაო შემთხვევების არსებული სტატისტიკის გათვალისწინებით საჭირო გახდა რეგულაციების გამკაცრება,”- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტი ამ კანონს მხარს დაუჭერს, რადგან ყველაფერი მორგებული უნდა იყოს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე.

„ავტოსაგზაო შემთხვევების კვლევების შედეგად გამოვლენილი სიტუაცია და ცუდი მოცემულობა ერთგვარი ბიძგის მომცემი იყო იმის, რომ შეგვეტანა გარკვეული ცვლილება და პარლამენტში დაიწყება ამ კანონის განხილვა. პარლამენტი ამ კანონს მხარს დაუჭერს იმიტომ, რომ ყველაფერი მორგებული უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, მათ უსაფრთხო გადაადგილებაზე და ბუნებრივია ეს კანონიც აქეთკენ არის მიმართული“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში საგზაო რეგულაციების გამკაცრების შესახებ ახალი კანონპროექტის განხილვა იწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები