სოსიაშვილი – ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გადადებაზე: სამწუხაროა, რომ ისინი პირველწყაროსგან კი არ იღებენ ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ ინფორმაციაზე, არამედ – თავიანთი წარმომადგენლებისგან

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა გადაიდო.

საკითხს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – გიორგი სოსიაშვილი ეხმაურება.

“ძალიან სამწუხარო ფაქტია. მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ გასული წლის 27 ივნისს ევროკავშირმა თვითონვე შეწყვიტა ჩვენს ქვეყანასთან დიალოგები ბევრი მიმართულებით. ეს არის თითიდან გამოწოვილი მიზეზები. ამჯერადაც, არანაირი განმარტება არ გაუკეთებიათ. ადამიანის უფლებებზე უნდა გაცვლილიყო გარკვეული ინფორმაცია. ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი პირველწყაროსგან – სახელმწიფოსგან კი არ იღებენ ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ ინფორმაციაზე, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, არამედ – თავიანთი წარმომადგენლების მიკერძოებულ, არაობიექტურ ინფორმაციას. როდესაც ეს ურთიერთობა დაფუძნებული იქნება თანასწორობაზე, ღიაობაზე, გამჭვირვალობა, მზად ვართ, ნებისმიერ დროს განვაახლოთ ეს ურთიერთობა, დიალოგის ფორმატი ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, თუკი მათი მხრიდან იქნება სურვილი და მზაობა”, – აღნიშნავს სოსიაშვილი.

როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, საკითხის მორიგი სპეკულაციებისთვის გამოყენება აჩენს საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ ბრიუსელი არაა მზად, მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები