შალვა პაპუაშვილი: ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება არა თუ სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, არამედ ეს არის იმ ღალატის გამოსწორება, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება არა თუ სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, არამედ ეს არის იმ ღალატის გამოსწორება, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის ეს ქმედება ეს ქმედება პირდაპირ გააზრებული ღალატი და ქვეყნის ომში შეყვანა იყო.
„როდესაც უცხოურ დოკუმენტში, ან ტექსტში ვკითხულობდით ტერმინს „სამხრეთ ოსეთი”, ჩვენ ამას ყველანაირად ვეწინააღმდეგებოდით და არ შეიძლება, რომ ეს ჩვენივე სამართლებრივ სივრცეში გვქონდეს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება არა თუ სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, არამედ ეს არის იმ ღალატის გამოსწორება, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა. მისი ეს ქმედება პირდაპირ გააზრებული ღალატი და ქვეყნის ომში შეყვანა იყო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.